Saturday, March 14, 2015

კურსის რეფლექსია

                            კურსის რეფლექსია
    გავიარეთ ტრენინგი "ინტელის გზით პროექტის სწავლება".  ტრენინგი კრეატიული, ნაყოფიერი იყო.   ვიმუშავეთ პორტფოლიოს შედგენა-მოწესრიგებაზე. შევარჩიეთ პროექტისთვის მიზნები, სტანდარტი, 21-ე საუკუნის უნარები, აქტივობები; შევარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვწერეთ დროში გაწერილი პროექტის გეგმა; ვიმუშავეთ შეფასებებზე, შევქმენით ნამუშევრებისთვის რუბრიკები, ბიბლიოგრაფია, განვიხილეთ აქტივობები დაჯგუფებისთვის და დაწყვილებისთვის...
   ვფიქრობ  მიღებული ცოდნა დამეხმარება უკეთ წარვმართო სასწავლო პროცესი; მოსწავლეები აქტიურად ჩავაბა სხვადასხვა აქტივობებში, ავუმაღლო აკადემიური მოსწრების დონე .
     გმადლობთ !

Sunday, March 8, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ პროექტთან დაკავშირებით ფასილიტაციისა და დიფერენციაციის საკითხი.  ვისაუბრეთ საწავლო პროცესში ფასილიტაციის მრავალმხრივ გამოყენებაზე
სასწავლო პროცესში. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე...
  ტრენინგი საინტერესო იყო, გმადლობთ.

Saturday, March 7, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ  პროექტის  აქტივობების შეფასებებთან დაკავშირებით.  განვიხილეთ  შეფასების რუბრიკები.
ყურადღება გავამახვილეთ იმაზე თუ  როგორ ჩავრთოთ  მოსწავლეები შეფასების სქემაში.


Tuesday, March 3, 2015

ვიმუშავეთ ჟურნალის შაბლონზე, განვიხილეთ ვორდის ფაილის ინტეგრირება, პრეზენტაციის დისკზე ატვირთვა, გავიმეორეთ შესწავლილი მასალა...პროექტზე მუშაობა   დასასრულს უახლოვდება, ყველას წარმატებებს ვუსურვებ.

Sunday, March 1, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებების ნორმებზე, ყურადღება გავამახვილეთ პროექტთან დაკავშირებით უკუკავშირის კეთებაზე. განვიხილეთ ციფრული უკუკავშირიც.
  ჩატარებული მუშაობა გაგვიადვილებს პროექტის სწორად, სამართლებრივად ჩამოყალიბებას.

Saturday, February 28, 2015

პოექტის გეგმასთან დაკავშირებით ვიმუშავეთ შეფასებასთან დაკავშირებით, რესურსებთან დაკავშირებით, განვიხილეთ რამდენიმე დროში გაწერილი სამუშაო გეგმა.
შევქმენით  პროექტის საპრეზენტაციო ფაილი... გავიმეორეთ-განვამტკიცეთ შესწავლილი მასალა.
   ტრენინგზე ჩატარებული მუშაობა დამეხმარება პროექტის განხორციელებაში.
Add caption

Sunday, February 22, 2015

დღეს განვიხილეთ  პროექტთან დაკავშირებით  გონებრივი იერიშის კითხვები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,  რაც მოსწავლეებს და მასწავლებელს გაუადვილებს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების უკეთ გააზრებას და შესრულებას.
  დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ თანამშრომლობით
არჩეულ პროექტთან დაკავშირებით  ახალი იდეები გამიჩნდა.